მიუხედავად რთული სიტუაციისა მუამარ კადაფი ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, კადაფმა თავისი აუდიუმიმართვა ლიბიის ტელევიზიის მეშვეობით გაავრცელა.
"ბრძოლა იმ ქვეყანაშიც გაგრძელდება, მანამ ვიდრე ამ ამბავს არ დავასრულებთ", _ განაცხადა კადაფმა თავის მომხრე ჰილდი ჰემიდის მიმართვისას, რომლის ოჯახის რამდენიმე წევრი ორშაბათს ნატოს ავიადარტყმებმა იმსხვერპლა.
"მას შემდეგ რაც თქვენ მოკალით ჩვენი შვილები და შვილიშვილები ჩვენს შორის უკვე აღარ არსებობს არავითარი შეთანხმებები. ჩვენ კედელთან ვარ მიმწყვდეულები. თქვენ (დასავლეთმა) შეგიძლიათ უკან დაიხიოთ. თქვენ გაქვთ უკან დასახევი", _ განაცხადა კადაფმა და იქვე დასძინა - "ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ არ ვიღწვით იმისათვის, რომ ნებისმიერ ფასად გადავრჩეთ და ვიცოცხლოთ", _ განაცხადა მუამარ კადაფმა.