ნანა კაკაბაძე ხელისუფლებას საკუთარი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით 7 - დან 11 დეკემბრამდე იგი საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ლონდონში. საქრთველოში დაბრუნებისთანვე თვითმფრინავის ტრაპზე დახვდნენ შავებში ჩაცმული ადამიანები, რომლებმაც განუცხადეს, რომ მისმა ბარგმა ვერ გაირა წინასწარი დათვალიერება, რაც მათ პირადი ჩანთების ჩხრეკის უფლებას აძლევდა.
"გაჩხრიკეს ჩემი პირადი ჩანთა, რომელიც თვითმფრინავში მქონდა. მათ ავუხსენი, რომ შიგ მხოლოდ საჩუქრები და სუვენირები მედო, თუმცა ეს ადამიანები არას დაგიდევდნენ. საინტერესოა რაღა მაინცდამაინც ჩემმა ბარგმა ვერ გაირა შემოწმება. პარადოქსია ისიც, რომ ეს ადამიანები ვერანაირად ვერ მოასწრებდნენ ჩემი ბარგის შემოწმებას ვინაიდან თვითმფრინავის ტრაპზე დამხვდნენ, შემოწმება კი თვითმფრინავიდან ჩამოსვლის შემდეგ ხდება. ეს არის ხელისუფლების უნიათო მცდელობა დააშინოს და დაატეროროს ქართული საზოგადოება", - განაცხადა "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა.
კითხვაზე თუ ვისთან ჰქონდა შეხვედრა ბრიტანეთში და რას ეძებდნენ მის ჩანთებში, ნანა კაკაბაძე პასუხობს, რომ მას პირადი შეხვედრები ჰქონდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სკოლებთან, ხოლო რაც შეეხება ჩხრეკას, სავარაუდოდ ფულს ან ოქროს ეძებდნენ.
"შევხვდი ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს ლონდონში, გამოსვლა მქონდა ოქსფორდში და ა.შ. ჩემს გრაფიკში არ ყოფილა არანაირი შეხვედრა რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან ან ლიდერთან. ერთ-ერთმა შავებში ჩაცმულმა ადამიანმა, რომელიც ჩემს უკანონო ჩხრეკას აწარმოებდა მკითხა, შევავსე თუ არა დეკლარაცია ფრენის წინ. მოგეხსენებათ დეკლარაცია ივსება მას შემდეგ, რაც შენს ხელთ არსებული თანხა რაღაც მოცემულ ზღვარს აღემატება. ეს გარემოება მაფიქრებინებს, რომ ჩემს ჩანთებში ფულს ან ოქროს ეძებდნენ", - აღნიშნა კაკაბაძემ.
აქ საინტერესოა ერთ დეტალი - ნანა კაკაბაძე ლონდონში პარიზიდან ჩასულ ეროსი კიწმარიშვილსაც შეხვდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კიწმარიშვილი ირაკლი ოქრუაშვილთან ფულის მოსაძიელად მიდიოდა. "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ამ კითხვასაც უპასუხა.
"მე არ ვიცი ვის და სად შეხვდა ეროსი კიწმარიშვილი, იგი მხოლოდ ერთხელ ქართულ დიასპორასთან შეხვედრის დღეს ვნახე. ჩემი ინფორმაციით ეროსის ჩანთები არავის არ შეუმოწმებია", - ნანა კაკაბაძე.
ნანა კაკაბაძაძი თქმით იგი არ აპირებს ურეაქციოდ დატოვოს მისი უფლებების უხეში დარღვევა და საჭიროების შემთხვევაში სასამართლოში ჩივილსაც არ გამორიცხავს.E