საქართველოს საზღვრის დაცვის პოლიციაზე დაყრდნობით რუსული მედია იუწყება, რომ საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე რუსეთის მოქალაქე ქალი დააკავეს. დაკავება "სარფის" საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მოხდა.
რუსეთის მოქალაქეს ბრალი ქვეყანაში უკანონოდ მოხვედრაში ედება. სხვა ინფორმაცია აღნიშნული ფაქტის შესახებ არ ვრცელდება. მიმდინარეობს გამოძიება.