ბაქოში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც ჯიბის ქურდობით იყო დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქ ბაქოს პოლიციის მთავარი სამმართველო ავრცელებს.
1980 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე დიმიტრი რატიანი სამართალდამცავებმა 14 დეკემბერს # 169 ავტობუსში დააკავეს. ამ დროს იგი მოქალაქე სალეხ ბაგიროვის ჯიბიდან 370 აზერბაიჯანულ მანათს იპარავდა.
მილიციის თანამშრომლებმა რატიანს 0, 285 გრამი ჰეროინიც აღმოუჩინეს.