09:30 _ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და მსოფლიო ბანკის მმართველი დირექტორი ნგოზი ოკონიო-ივეალა გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში ჩასახლებულ დევნილებს მოინახულებენ.
10:00 _ მესამე საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების მსჯავრდებული შვებულებაში გავა, რომელსაც თავდებში კომპანია "მეგაფუდი" ჩაუდგა.
მის.: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. 77ა
11:00 _ საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება.
11:00 _ "ქრისტიან-დემკრატიული მოძრაობის" წარმომადგენლები თვითმმართველობის საკითხთან დაკავშირებით თვითმმართველ ქალაქებში პრესკონფერენციებს გამართავენ და მერის პირდაპირი წესით არჩევითობის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ.
მის. :ბათუმში - აჭარის უმაღლესი საბჭო; ქუთაისში - რუსთაველის #8; ფოთში - 26 მაისის ქუჩა #4; რუსთავში - მერიის წინ.
11:00 _ კომპანია `ბილაინი" საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს უნიკალურ და დღემდე უცნობ კოლექციას გადასცემს.
11:00 _ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში პირველ საერთაშორისო სიმპოზიუმს "ქართული ხელნაწერი" ილია II, რუსუდან კერვალიშვილი და ერიკ ფურნიე გახსნიან.
მის: მერაბ ალექსიძის ქ. 1/3
11:30 _ სასტუმრო "რედისონში" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი და გერმანიის ელჩი საქართველოში გახსნიან კონფერენციას - "ადმინისტრაციული მართლმსაჯულების 10 წელი საქართველოში".
12:00 _ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
სათათბირო ოთახი
12:00 _ მთავარ პროკურატურაში სტაჟირების მსურველთა გასაუბრება გაიმართება.
მის: თბილისი, გორგასლის ქ. #24
13:00 _ მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ოფისში ზურაბ ნოღაიდელი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: "რეგიონებში არსებული პრობლემები".
მის.: ლვოვის ქ. #56
13:00 _ ქუთაისში, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ოფისში, იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: "ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები".
მის.: ქუთაისი, თამარ მეფის #25
13:00 _ ოზურგეთში, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ოფისში ლელა ნაცვალაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: "ბოლო დროს ხელისუფლების მხრიდან გაზეთ "ალიონ"-ზე მიმდინარე ზეწოლა".
მის.: ფარნავაზ მეფის #13
13:00 _ საკონსტიტუციო კომისიის მდივანი, "ეროვნულ-დემოკრატი" თენგიზ შარმანაშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: "ედპ-ის ინიციატივები ადგილობრივი თვითმმართველობის კანონთან დაკავშირებული ცვლილებების თაობაზე, მათ შორის, თბილისის მერსა და საკრებულოს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის შესახებ".
მის.: რუსთაველის გამზ. #21, ედპ-ისცენტრალური ოფისი
15:00 _ პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
17:00 _ მედიაკლუბის ინიცირებითა და ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" ორგანიზებით, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.