"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები საფრანგეთის მინისტრს თანამშრომლობის დარგში ანრი დე რენკურს, სენატორ პიერ ბორდიესა და საქართველოში საფრანგეთის ელჩს ერიკ ფურნიეს შეხვდნენ. გიორგი თარგამაძემ და მაგდა ანიკაშვილმა სტუმრებს გააცნეს ხედვა სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში გასატარებელი რეფორმების შესახებ.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საშინაო და საგარეო ფაქტორებზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასა და დეოკუპაციის თემაზე.
ვიზიტის ფარგლებში, ფრანგი სტუმრები საქართველოს პრეზიდენტს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდებიან.
ანრი დე რენკურმა გუშინ გურჯაანში ახალ სამედიცინო ცენტრი გახსნა, რომელიც ფრანგული მხარის დაფინანსებით აშენდა.