თანამშრომლობის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი ანრი დე რენკური დღეიდან ოფიციალურ შეხვედრეებს იწყებს.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" საფრანგეთის საელჩოდან აცნობეს, ფრანგი მინისტრი ახალ სამედიცინო ცენტრს გახსნის, რომელიც იონის დეპარტამენტისა და კახეთის რეგიონს შორის თანამშრომლობის ფარგლებში 2008 წელს, მის მიერვე გახსნილ გურჯაანის დიაგნოსტიკის ცენტრს დაემატა.
18 ივნისს დე რენკური კავკასიის ფრანგულ სკოლას ესტუმრება, შემდეგ კი საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ახალი შენობის გახსნაშიც მიიღენს მონაწილეობას.
ვიზიტის ბოლოს, დაგეგმილია საქართველოს კათალოკოს-პატრიარქთან აუდიენცია. შემდეგ ანრი დე რენკური ბათუმში გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს.