ხელოვნების ცენტრ "ბლექ სი არტის" ორგანიზებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება მეოცე საუკუნის გამორჩეული ქართველი მხატვრების გამოფენები და მათი ალბომების პრეზენტაციები.
18 ივნისს, 17:00 საათიდან, დიმა ერისთავის ნამუშევრები გამოიფინება. ერისთავი დაიბადა 1931 წელს თბილისში გრაფიკოსი, კინოს მხატვარი. არის საქართველოს დამსახურებული და სახალხო მხატვარი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გრაფიკის ფაკულტეტზე ი. შარლემანთან.
20 ივნისს, 18:00 საათიდან კი ლევან ხარანაულის ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. ხარანაული დაიბადა 1963 წელს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. გამოფენებში მონაწილეობს 1983 წლიდან. ილულისტრირებული აქვს მამის - ბესიკ ხარანაულის რამოდენიმე წიგნი. მისი ნამუშევრები დაცულია სენტ ისაიას გალერეაში (იტალია), საქართველოს ეროვნულ გალერეაში და კერძო კოლექციებში გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ლუქსემბურგში.