საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში იტალიის დელეგაციის წევრებს უსაფრთხოების საკითხებზე ესაუბრა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ბაქრაძემ აღნიშნა, იტალია ერთ-ერთი ის სახელმწიფო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირში და ნატოში გადაწყვეტილებების მიღებაში, მათ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც უშუალოდ საქართველოს უკავშირდება.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იტალიის პარლამენტში გვყავდეს მეგობართა ჯგუფი, დეპუტატები ვინც საქართველოს მხარს უჭერს. დღეს სწორედ ასეთ დეპუტატებს შევხვდით და ამ შეხვედრაზე დეტალურად გავიარეთ ის საკითხი, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს უკავშირდება, ასევე უსაფრთხოების საკითხებზე და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე ვისაუბრეთ", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისი თქმით, ყველა ზემოთ ჩამოთვლილს საკითხთან დაკავშირებით იტალიელმა სტუმრებმა მყარი მხარდაჭერა გამოხატეს.