მინისტრობას პოლიტიკური ალღოც სჭირდება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მიხეილ მაჭავარიანმა ფინანსთა ახალი მინისტრის დიმიტრი გვინდაძის დანიშვნის შეფასებისას აღნიშნა.
"დიმიტრი გვინდაძეს ვიცნობ, როგორც პროფესიონალს. იგი დიდი ხანია მუშაობს ფინანსთა სამინისტროში. მაგრამ მინისტრობა ცოტა სხვა არის, პოლიტიკური ალღო და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება იქნება საჭირო", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
უმრავლესობის წევრმა იმედი გამოთქვა, რომ საშემოდგომო სესიაზე ბიუჯეტის პროექტზე ახალ ფინანსთა მინისტრთან ნაყოფიერად იმუშავებენ.