ეროვნული ფორუმის ლიდერი კახა შარტავა არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ინდივიდუალური მოლაპარაკებების პროცესი ძველი ფორმატის დასრულებას ნიშნავს.
"საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ხელისუფლებასთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების წამოწყება არ ნიშნავს ძველ ფორმატის დასრულებას და ახლის შექმნას. ეს იდეა იმიტომ გაჩნდა, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ - კონკრეტული პასუხები გაგვცენ ჩვენ მიერ შეთავაზებულ ინიციატივებზე. მათ შეაჩერეს საუბარი და მაგიდასთან მოლაპარაკებების პროცესი ამ ეტაპზე ფაქტობრივად აღარ მიმდინარეობს. ინდივიდუალური მოლაპარაკებები კი ხელისუფლებას იძულებულს გახდის ოპოზიციურ რვიანთან მოლაპარაკებები განაახლოს", - განაცხადა შარტავამ.
მისი თქმით, რვიანის ყველა გადაწყვეტილება არის ერთიანი და მიმართულია ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე და თავისუფალი არჩვენების ჩატარებაზე, რომელიც რეალური გზა არის ამჟამინდელი ხელისუფლების დასასრულებლად.