"ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი ლევან ვეფხვაეს მოუწოდებს, რომ უფრო კარგად გაეცნოს ინდივიდუალური მოლაპარაკებების გეგმას
კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ ის არ ეთანხმება ლევან ვეფხვაძის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც ინდივიდუალური მოლაპარაკებების დაწყებას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლებასთან რვიანის ფორმატის დასრულებას ნიშნავს.
"ინდივიდუალური მოლაპარაკებები არ გადადის არანაირად ახალ ფორმატში. ინიდვიდუალური ფორმატი ხელისუფლების მხრიდან ჯერ კიდევ მაისში იქნა შემოთავაზებული. თუ მსგავსი ფორმატით ხელისუფლება რაიმე შეთანხმების მიღწევას მოინდომებდა არა რვიანთან არამედ კონკრეუტლად რომელიმე პარტიასთან ჩვენ ამ ფორმატს არ ვთანხმებოდით. თუ მოლაპარაკება შედგება მხოლოდ ხელისუფლებისა და რვიანის წარმომადგენლებს შორის და ამ შეხვედრას არ დაესწრებიან ისეთი თვალსაჩინო პოლიტკოსები როგორიცაა მაგალითად გია თორთლაძე და სხვანი ჩვენ ასეთ მოლაპარაკებაზე თანხმობას ვაცხადებთ. რაც შეეხება მემარჯვენეების ინიციატივას, ეს მხოლოდ ინფორმაციის საქმიანი შეთავაზებაა, რომელიც ყოველთვის არსებობდა. იგვე მამუკა კაციტაძესა და პავლე კუბლაშვის შორის, ქრისტიან-დემოკრატებსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის, თავისუფალ დემოკრატებსა და ხელისუფლებას შორის. ისინი ხვდებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს მათ ჰქონდათ ინფორმაცია რაზეც რვიანი მსჯელობდა და გამოჰქონდა გადაწყვეიტლება. არაფერი სიახლე ამაში არ არის.
შევთანხმდით რომ კაციტაძე მოიტანს ინფორმაციას და ჩვენ ამ ინფომრცაიას გავეცნობით და შესაბამის გადაწყვეტილებებს გამოვიტანთ", - განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, მემარჯვენეებსა და ხელისუფელბას შორის შეთანხმება რა იქნება ისეთი რომელიც რვიანის საწინააღმდეგო იქნება და ასევე მათ შორის არანაირი სეპარატული შეთანხმება რა განხორციელდება.