"ცალმხრივად გამჭვირვალობის თამაშს რუსი სამხედროების უსაფრთხოების საზიანოდ ნამდვილად არ ვაპირებთ", _ აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი"როსიისკაია გაზეტასთვის" მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს სპეცსამსახურები მკვეთრად გააქტიურდნენ. მათი აგრესიული საქმიანობა აღნიშნება არა მხოლოდ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვართან ახლოს, არამედ უშუალოდ "სუვერენული რესპუბლიკების ტერიტორიებზე".
"პარალელურად თბილისიდან გამუდმებით ისმის ბრალდებები იმის შესახებ, რომ თითქოს რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტებს გეგმავს.
თბილისის გეგმა თვალნათელია - ქვეყანაში შექმნილი სოციალ-ეკონომიკური მძიმე მდგომარეობიდან საქართველოს მოსახლეობის ყურადღების გადატანა და მათზე პასუხისმგებლობის რუსეთის სახით "გარეშე მტერზე" დაკისრება.
ქართველი პროპაგანდისტები ტყუილად ირჯებიან - მათი ბევრს არ სჯერა. ჩვენ მზად ვართ ფაქტები განვიხილოთ, მაგრამ ფაბრიკაციის ხელისშეწყობას არ ვაპირებთ. ამასთან ერთად პირდაპირ ვაცხადებთ, რომ იმ პირობებში, როდესაც გალის რაიონში პირდაპირ ესვრიან რუს სამხედროებს და კლავენ უსაფრთხოების ზონები რა თქმა უნდა მიღებული იქნება. ცალმხრივად გამჭვირვალობის თამაშს რუსი სამხედროების უსაფრთხოების საზიანოდ ნამდვილად არ ვაპირებთ", _ აცხადებს კარასინი და აღნიშნავს, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ კავკასიაში შექმნილი ახალი რეალობების გაცნობიერებისათვის საერთაშორისო საზოგადოებას დრო სჭირდება.
"არც ჩვენ და არც სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლები სიტუაციის დრამატიზებას არ ვახდენთ. ისტორია დაამტკიცებს ჩვენს სიმართლეს", _ აცხადებს კარასინი და აღნიშმნავს, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მთავარი მიზანი თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებაა და "კარგი იქნება, თუ დასავლეთი სააკაშვილის რეჟიმთან ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშაოს ჩაატარებს".
მასალის გამოყენების პირობები