შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებით აქციის ჩატარება მხოლოდ კუკიის სასაფლაოზე იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აღნიშნული კანონპროექტის განხილვის დაწყების წინ პოლიტექნოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელმა კახა კახნიშვილმა განუცხადა.
"განსაკუთრებულ აღშფოთებას ახალ რედაქციებში აქციის გამართვის ადგილდმდებარეობასთან დაკავშირებული უფლებები იწვევს, რადგან კანონში წერია, რომ აქციის მიმდინარეობის დროს ასევე დაცული უნდაიყოს ბიზნეს ინტერესები იმ ტერიტორიაზე მომუშავე მოქალაქეების. ასევე იკრძალება მოსახლეობის სიმყურდროვის დარღვევაც, ასეთი მიზეზები კი შეიძლება გახდეს აქციის დაშლის საფუძველი. ამ ცვლილებების გათვალისიწნებით კი თბილისში აქციის ჩატარება შესაძლებელი მხოლოდ კუკიის სასაფლაოზე იქნება", - აღნიშნავს კახიშვილი.
ამ წუთებში პარლამენტში შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა არასამთავრობო ორგანზიაციებთან მიმდინარეობს.