თურქეთში წყალდიდობაა. გადაუღებელი წვიმების გამო ანკარის ქუჩები მთლიანად დაიტბორა. შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა.
წყალმა ქალაქის ცენტრში მდებარე გვირაბი დაფარა. მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ ჩაძირული მანქანების გამოყვანას.
გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენას ურჩევს, რადგან დედაქალაქში დღესაც წვიმიანი ამინდია გამოცხადებული.