დღეს, პარლამენტში "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებების საჯარო განხილვა გაიმართება.
კანონპროექტის ავტორები პავლე კუბლაშვილი და აკაკი მინაშვილი კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწვდიან.
როგორც ჟურნალისტებს პავლე კუბლაშვილმა განუცხადა, უმრავლესობა მზად არის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით სურვილის შემთხვევაში კონსულტაციები ფრაქციებშიც გაიარონ.
შეგახსენებთ, რომ საკაონსტიტუციო სასამართლომ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში არაკოსტიტუციურად ცნო ის მუხლი, რომელიც სახელმწიფო უწყებებთან აქციის ჩატარებას 20 მეტრის რადიუსში კრძალავდა. ასევე გაუქმდა მუხლი, რომლის მიხედვითაც საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეობის არ მქონე პირს აქციის ორგანიზატორობის უფლება არ ჰქონდა.
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად კი, ძალოვან უწყებებთან და სასამართლოებთან აქციების გამართვა 21 მეტრის რადიუსში კვლავ იკრძალება, ხოლო პოლიტიკური უწყებების შენობებთან მანიფესატაციის ჩატარების რადიუსის თავად ეს უწყება დაადგენს.
ამასთან, საკანონმდებლო ინიციატივაში წერია, რომ აქციის ორგანიზატორობა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკრძალება, ხოლო საქართველოში მცხოვრების მოქალაქეობის არ მქონე პირს უფლება აქვს იყოს როგორც მიტინგის ორგანიზატორი, ასევე პასუხისმგებელი პირი.
კანონპროექტის 20 ივნისს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ინტებრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილვაენ, ხოლო 21 ივნისს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გაიტანენ.