"ალ-ქაიდას" ახალი ლიდერი წინამორბედის ბედს გაიზიარებს. ამის შესახებ პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე გაერთიანებული შტაბის კომიტეტის მეთაურმა განაცხადა.
გენერალ მაიკლ მიულერის თქმით, ალ ზავაჰირი აშშ-ს მორიფი სამიზნეა და მას იგივე ბედი ეწევა, რაც მსოფლიოს ყოფილ ნომერ პირველ ტერორისტს უსამა ბინ ლადენს.
"ალ ქაიდას" მიერ ახალი ლიდერის არჩევაზე კომენტარი აშშ-ს თავდაცვის მდივანმაც გააკეთა. რობერტ გეიტსის თქმით, ალ ზავახირს "ისგამოცდილება და ქარიზმა არ გააჩნია, რითაც ბინ ლადენი იყო დაჯილდოვებული".