ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარემ, გიორგი კანდელაკმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში იტალიის დელეგაციის წევრებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების მოწყობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კანდელაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში ვიზიტად მყოფი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები იტალიაში წამყვანი პოლიტიკოსები არიან და მათ მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს.
"ასეთი შეხვედრების ხელს უწყობს საქართველოს მოკავშირეების შემოკრებას, რაც საბოლოოდ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციით დასრულდება", - აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ერთ-ერთ მთავარ თემას რუსეთ-საქართველოსა და უსაფრთხოების საკითხები წარმოადგენდა.
"მივაწოდეთ ინფორმაცია ოკუპირებული რეგიონებიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებზე ტერორისტული აქტების განხორციერლებისა და მასში რუსი ოფიცრების მონაწილეობის შესახებ", - განაცხადა კანდელაკმა.
შეგახსენებთ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში იტალიის დელეგაციის წევრები თბილისს დღეს ესტუმრნენ, რომლებიც შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლების წევრებთან მართავენ.