15 დეკემბერს, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის გენერალური მდივნის ეკა ბესელიას ოჯახის წევრების, რატი მილორავასაDდა სერგო ბესელის სასამართლო პროცესი დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება. დაცვის მხარის მოწმეები სამი დღის განმავლობაში დაიკითხებიან.
10 დეკემბერს სასამართლო პროცესზე დაიკითხა გამომძიებელი გიორგი გამყრელიძე, რომელიც იყო საგამოძიებო ჯგუფის წევრი დაზარალებული ჯაფარიძისა და მისი მეუღლის დამატებით დაკითხვასთან დაკავშირებით იმ ბრალდებების ირგვლივ მაკვალიფიცირებელ ნიშნებთან მიმართებაში, რომელიც წაყენებული აქვს დაკავებულებს.
19 აგვისტოს რაიმე ხმაურიანი ინციდენტის არსებობა გამორიცხეს კაფე-ბარ "ელზას" მზარეულებმა. მათი განცხადებით, კაფეში რაიმე ინციდენტს ადგილი რომ ჰქონოდა, ისინი აუცილებლად გაიგებდნენ, იმ დღეს კი დაწესებულების მუშაობისთვის არანაირ გარემოებებს ხელი არ შეუშლია.
პროცესზე დაიკითხა დაცვის სამი მოწმეც: ნატალია კულდონაშვილი, ქეთი ჭკუასელი და ალექსანდრე ჭკუასელი. ადვოკატ ლილი გელაშვილის განცხადებით, ისინი არიან უშუალო მოწმეები, რომელთა თვალწინ მოხდა განსასჯელის სკამზე მჯდომთა დაკავება. მოწმეების განცხადებით, დაკავებულებს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.
ერთ-ერთმა მოწმემ, ნატალია კულდონაშვილმა, აღნიშნა, რომ მას შეეძლო იმ პოლიციელის ამოცნობა, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ დაკავებულს.