რუსეთის მთავრობამ "საშიში ქვეყნების" ნუსხა დაამტკიცა, სადაც მუშაობისთვის დიპლომატებს დამატებით თანხას, 20 % გადაუხდიან. ამგვარ "პოლიტიკურად რთულ" ქვეყნებში მოხვდა როგორც საქართველო, ისევე ცალკე აღებული მისი ორივე რეგიონი - აფხაზეთი და სამაჩაბლო.
"ახალი კანონის თანახმად, უცხო სახელმწიფოები, სადაც მუშაობის გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ხელფასზე დამატებითი თანხა დაეკისრებათ. საფრთხის შემცველობით, ქვეყნები ორ დონედ იყოფიან. პირველ "პოლიტიკურად რთულ" კატეგორიას განეკუთვნება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები - საქართველო და აფხაზეთი და ყირგიზეთი და ტაჯიკეთი", _ იუწყება რუსული მედია.
ნუსხაში ასევე მოხვდნენ ქვეყნები: ალჟირი, ლიბანიმ ისრაელი, ირანი, სირის, პაკისტანი, შრი-ლანკა, ჩინეთის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ნიგერია, სუდანიმ ჩადი, ერიტრია, ეთიოპია, გვატემალა, კოლუმბია და კოსოვო.
მეორე კატეგორიაში არიან ქვეყნები: საქართველოს მეორე რეგიონი - ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ერაყი, ავღანეთი, იემენი, ლიბია და პალესტინა. ამ ქვეყნებში ერთი დღის მუშაობა, ამ კანონის თანახმად ორ დღედ ითვლება და ამისათვის თანამშრომლებს ხელფასზე 40 % ერიცხებათ.