საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციურ რვიანთან მოლაპარაკებებსა და შეხვედრებს ინდივიდუალურ ფორმატში გააგრძელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მმართველი პარტია საარჩევნო გარემოზე მომუშავე ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალური შეხვედრების გამართვაზე მზადყოფნას თავიდანვე აცხადებდნენ, ამის გათვალისწინებით კი, ოპოზიციის სურვილი მოლაპარაკებების ინდივიდუალურ რეჟიმში გაგრძელებასთან დაკავშირებით მისასალმებელია.
გარდა ამისა, თუ რომელიმე პარტიას სურვილი აქვს თავისი პოზიცია დააფიქსიროს რომელიმე ნორმასთან დაკავშირებით, უმრავლესობა მზად არის ეს საკითხიც განიხილოს.
კუბლაშვილი მოლაპარაკებების პროცესის ხელსშემშლელ ფაქტორად ოპოზიციის მხრიდან ინდივიდუალური მოლაპარაკებების გამართვაზე უარს აცხადებდა.
"ახლა კი შეხვედრები აუცილებლად გაიმართება", - მიაჩნია დეპუტატს.