„ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები დღეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსს ლორი ბრისტოუს და საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯუდით გოფი შეხვდნენ. „ქრისტიან-დემოკრატების" მხრიდან შეხვედრას გიორგი თარგამაძე, ნიკოლოზ ლალიაშვილი და მაგდა ანიკაშვილი ესწრებოდნენ.
მხარეებმა ტერორიზმის საფრთხეზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივასა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების საარჩევნო და დემოკრატიულ გზას ალტერნატივა არ გააჩნია. ამ ხედვას იზიარებს ყველა ჩვენი მეგობარი სახელმწიფო. ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანესია საარჩევნო გარემოს შეცვლა და მომავალი არჩევნების ისე ჩატარება, რომ არც პოლიტიკური სპექტრის ძირითადი სუბიექტების და არც საზოგადოების მხრიდან კითხვის ნიშნები აღარ დარჩეს" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.