რუსეთის ფედერაცია ბელორუსს კრედიტების გამოყოფის შეწყვეტით ემუქრება. "იმ შემთხვევაში თუ ბელორუსში შეზღუდავენ რუსული მედიის მუშაობას, რუსეთს შეუძლია თავის მხრივ ამ ქვეყნის საკრედიტო მხარდაჭერა შეზღუდოს", _ ეს განცხადება რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ალექსეი კუდრინმა გააკეთა.
მისივე თქმით, "რუსეთის ფედერაციის მთავრობას აშფოთებას ბელორუსის ადმინისტრაციის მიერ მიღებული ზომები, რომლებიც რუსეთიდან ჩასული მედიის მუშაობის შეზღუდვას ან შეკავებას ეხება".
ფინანსთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მინისტრთა კაბინეტი ასეთ ფაქტებს ყურადღების გარეშე ვერ დატოვებს.