აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში საერთაშორისო ორგანიზაცია BSANNA-ს გენერალური ასამბლეა გაიმართა. ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ასამბლეაზე ალიანის თავმჯდომარეობა საქართველომ - ახალი ამბების სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენმა" - აზერბაიჯანს - სახელმწიფო სააგენტო „აზერტაჯს" გადასცა.
ორგანიზაციის პრეზიდენტმა გოჩა მირცხულავამ 2011-2012 წლებში ალიანის ხელმძღვანელობა აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს გენერალურ დირექტორს ასლან ასლანოვს გადასცა.
არჩეულ იქნა ასოციაციის ბიური, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ „ჯი-ეიჩ-ენის" გენრალური დირექტორი გოჩა მირცხულავა, ბულგარეთის სახელმწიფო სატელეგრაფო სააგენტოს - BTA გენერალური დირექტორი მაქსიმ მინჩევი და ITAR-TASS-ის გენერალური დირექტორის მოადგილე მიხაილ გუსმანი.
ასევე დაისახა კონკრეტული ღონისძიებები ალიანსის საქმიანობის გააქტიურებისათვის.
ასამბლეაში მუშაობაში მონაწილეობდნენ BSANNA-ს წევრი სახელმწიფოების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელები. „ჯი-ეიჩ-ენს" ასამბლეაზე წარმოადგენდნენ გენერალური დირექტორი გოჩა მირცხულავა, მთავარი რედაქტორი თეიმურაზ ჭუმბურიძე და საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელი ეკა მომცელიძე.
გენერალურ ასამბლეაზე მიღებულ იქნე გადაწყვეტილება, რომ 2012-2013 წლებში ასოციაციას ITAR-TASS უხელმძღვანელებს, ხოლო 2013-2014 წლებში BTA.
გენერალური ასამბელის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
შეგახსენებთ, რომ BSANNA-ს 2006-2008 წლებში უკრაინა (UKRONFORM), 2008-2010 წლებში ბულგარეთი (BTA), 2010-2011 წლებში საქართველო ( GHN) ხელმძღვანელობდა.