„ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა კაციტაძის აზრით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესში რეზულტატის არარსებობა „რვიანის" არასაკმარისმა ეფექტურობამ განაპირობა.
„ეს იყო არასაკმარისი ეფექტურობა, რადგან ვერ დაგდა შედეგი. „ახალი მემარჯვენეები" მივიჩვენთ, რომ კიდევ არსებობს რესურსი, კიდევ არსებობს შანსი, რომ შედეგზე გავიდეთ. თუ ეს რესურსიც გაქრა, მაშინ მარტივად უნდა გამოცხადდეს, რომ ამ საქმიდან არაფერი არ გამოვიდა", - განაცხადა კაციტაძემ „პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
ამასთან, მან მმართველ გუნდთან „ახლების" მიერ ინდივიდუალური კონსულტაციის გამართვაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ როცა რეზულტატი არ ჩანს, ბუნებრივი პროცესია, რომ ბრძოლის ახალ მეთოდზე იფიქრო.
„როცა არ დგება რეზულტატი, ბუნებრივია, შენ ახალ მეთოდებს უნდა მიმართო. ან უნდა თქვა, რომ დავამთავროთ ყველაფერი ან გამოიყენო ყველა დარჩენილი რესურსი", - მიიჩნევს კაციტაძე.