ყაზახეთის პარლამენტს - მაჯლისს - საბაჟო კავშირთან დაკავშირებული ერთ-ერთი შეთანხმების ხელმოწერის გადადებამ მოუწია, ამის მიზეზი გახდა ის, რომ სახელმწიფოს მეთაურების ვინაობაში შეცდომა გაიპარა. კერძოდ, გრაფაში - "ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი" მითითებული იყო - "ვ.ვ. პუტინი". ინფორმაციას ამის შესახებ ბელურუსის ოპოზიციური მედია ყაზახურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გეგმის მიხედვით, უნდა მომხდარიყო "მაკროეკონომიკური შეთანხების შესახებ" შეთანხმების გაფორმება, რომელზეც ყაზახეთის, რუსეთისა და ბელორუსის პრეზიდენტს უნდა მოეწერათ ხელი. აღსანიშნავია ასევე, რომ ახალი ამბავი სახელებისა და გვარების არევის შესახებ ყაზახური მედიით გაჟღერდა, თუმცა ყაზახური მედიიდან ეს ინფორმაცია გამოჩენიდან მალევე გაჩნდა.
"ვკითხულობთ: რესპუბლიკა ბელორუსის მხრიდან ხელმოწერილია - რესპუბლიკა ბელორუსის პრეზიდენტის ა.გ. ლუკაშენკოს მიერ; ყაზახეთის რესპუბლიკის მხრიდან ხელმოწერილია ნ.ა. ნაზარბაევის მიერ, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ხელმოწერილია - ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვ.ვ. პუტინის მიერ", _ წერს მედია და აღნიშნავს, რომ ამ შეცდომის აღმოჩენის შემდეგ, პარლამენტში გადაწყვიტეს დოკუმენტის რატიფიკაციის პროცესი რამდენიმე საათით გადაედოთ.