ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი საქართველოს ხელისუფლებას სეპარატისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებს. ამის შესახებ დღეს, პარლამენტში პრესკონფერენციაზე გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომელსაც ახალგორში მცხოვრებ თამარ მეარაყიშვილის ესწრებოდა.
ცაგარეიშვილის და თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თავმჯდომარე ზურაბ ფიცხელაური ყველანაირად ცდილობს, რომ ახალგორში დარჩენილი ქართული მოსახლეობა აიყაროს და წეროვანში გადმოვიდეს.
ცაგარეიშვილის განცხადებით, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თავმჯდომარე ზურაბ ფიცხელაური ყველაფერს აკეთებს, რომ ახალგორიდან ადამიანები წეროვანში გადმოვიდნენ.
"რამდენიმე თვეა გრძელდება ახალგორში დარჩენილი საჯარო მოხელეებზე საშინელი ზეწოლა მიმდინარეობს და შანტაჟი, რათა მათ ახალგორის ტერიტორია დატოვონ, წეროვანში გადმოვიდნენ. მათ ეუბნებიან, რომ თუ ისინი ამ ნაბიჯს არ გადადგამენ, ხელფასები რომელიც მათ ერიცხებათ, შეუწყდებათ, თანამდებობიდან გაათავისუფლებენ და საქართველოს ხელისუფლება ყველანაირ კონტაქტს გაწყვეტს", - აცხადებს ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, ახალგორში გაუქმება უნდათ ბაგა-ბაღების, სკოლების, ყველაფრის გაუქმება უნდათ, სადაც კი ქართველი ადამიანი დადის და მუშაობს.
"ეს არის სეპარატიზმის მხარდაჭერა, ეს არის ქვეყნის დაშლა, ეს არის ქართული გენის მოსპობა. ამით ხართ თქვენ დაკავებული ყველანი ერთად ვინც ამას აკეთებთ და უნდა გრცხვენოდეთ. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, ეს არის შანტაჟი უბედური ქართველი ხალხის. ახალგორელებმა არაფერი არ დააშავა, გარდა იმისა, რომ ჩვენ ყველა ქართველებად გავჩნდით ამ ქვეყანაზე, ეს არის ჩვენი ყველაზე ცოდვა მიშა სააკაშვილის ხელში", - მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხელისუფლებას.
ამასთან, ცაგარეიშვილი დღეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში სადეპუტატო შეკითხვას აგზავნის და მოითხოვს აღიძრას ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრული.