სახელმწიფო დაცვის სამსახურის მიმართ დამსახურებისთვის რიგით მოქალაქეებსაც დააჯილდოებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "სახელმწიფო დაცვის შესახებ" კანონში.
კანონპროექტის თანახმად, დაცვის სამსახურის წინაშე დამსახურებისთვის, ნებისმიერ პირს, რომელიც არ არის დაცვის თანამშრომელი, შეიძლება მადლობა გამოუცხადონ, პრემია, ჯილდო ან ფასიანი საჩუქარი ან ჯილდოდ იარაღი გადასცენ.
კანონპროექტის ავტორი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურია, ინიციატორი კი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი.