"რვიანის" შემადგენლობაში მყოფი "ახალი მემარჯვენეები" მმართაველ გუნდთან ინდივიდუალურ შეხვედრას გამართავენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "რვიანის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, აღნიშნული თაობაზე "ახლებს" თანხმობა გაერთიანებაში შემავალმა სხვა ძალებმა უკვე მისცეს.
"ახალ მემარჯვენეებს" აქვთ მოლოდინი, რომ საარჩევნო გარემო გაუმჯობესების კუთხით ხელისუფლება რაღაც ნაბიჯებს გადადგამს. მართალია, პირადად მე მგონია, რომ ხელისუფლებას არაფერიც არ აქვს გადაწყვეტილი და არც დათმობაზე წამოვა, მაგრამ "ახალ მემარჯვნეებს" ხელი არ შევუშალეთ მიიღონ ინფორმაცია, რომელსაც ელოდებიან. "ახლები" შეხვდებიან მმართველ გუნდს და "რვიანში" მოიტანენ ინფორმაციას", - განმარტა ძიძიგურმა.
აღსანიშნავია, რომ "რვიანის" ლიდერებმა გუშინ საღამოს, "რესპუბლიკელების" ოფისში სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა.