"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერმა და "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ნინო ბურჯანაძემ, ინტერნეტ მომხმარებლის კითხვებს სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" უპასუხა.
ონლაინ დიალოგი "წარმომადგენლობითი სახალხო კრების" გვერდზე ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. როგორც ბურჯანაძის პარტიაში იუწყებნიან, კონფერენციამ ტრადიციულად დიდი ინტერესი გამოიწვია.
კონფერენციის მსვლელობისას 5 ოპერატორი მუშაობდა, რათა ყველა შეკითხვაზე პასუხი ოპერატიულად გაცემულიყო.
დასმული იყო ასამდე შეკითხვა და თითქმის ყველა მათგანზე, ნინო ბურჯანაძისაგან, მომხმარებელმა ამომწურავი პასუხი მიიღო.
ივლისის თვეში ასეთი ონლაინ კონფერენცია კვლავ გაიმართება.