ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას" ლიდერი აირჩიეს. ტერორისტულ ორგანიზაციას სათავეში ოსამა ბინ ლადენის მარჯვენა ხელი აიმან ალ ზავაჰირი ჩაუდგება. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს. სწორედ ზავაჰირი სახელდებოდა ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ, ნომერ პირველი ტერორისტის შემცვლელად.
„ალ - ქაიდა" ლიდერის გარეშე მაისის შემდეგ იყო დარჩენილი. მაისის დასაწყისში, ამერიკის შეერთებული შტატების სპეცოპერაციის შემდეგ ლიკვიდირებული იქნა მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი ოსამა ბინ ლადენი. სპეცოპერაცია პაკისტანში განხორციელდა.
ალ ზავაჰირი შეძლებულ ეგვიპტურ ოჯახში დაიბადა. ზავაჰირის მამა ექიმი და მეცნიერი იყო, იგი იყო ფარმაკოლოგიის პროფესორი ქაიროს უნივერსიტეტში.