დღეს, 16 ივნისს, ბათუმში ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მემორანდუმის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული აუქციონები განთავსდება და ელექტრონულ ფორმატში ჩატარდება ვებგვერდზე www.eauction.ge
მემონანდუმს ხელს მოაწერენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ვაჟა ბოლქვაძე და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე და მომსახურების სააგენტოს უფროსი გრიგოლ ბაიბურთი.