ხვალ, 16 ივნისს, 18:30 საათზე, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, "ლისი ლაუნჯ"-ში, კომპანია "Aray Tomorrow", "LG Electronics"- ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, LG-ის ახალი თაობის, ინოვაციურ, მაღალი ეფექტურობის მქონე საყოფაცხოვრებო ტექნიკის საზეიმო პრეზენტაციას გამართავს.
ღონისძიებას დაესწრებიან სპეციალურად ამ პრეზენტაციისათვის ჩამოსული დელეგაცია სამხრეთ კორეიდან.
LG-ის უახლესი, ინტელექტუალური პროდუქტების სერია სახელწოდებით "ჯანსაღი ცხოვრება", დამზადებულია უახლესი ტექნოლოგიით, რათა გაამარტივოს, თქვენი ყოველდრიური ცხოვრება, დაზოგოს ელექტრო ენერგია და გახდეს თქვენი ჯანსაღი ცხოვრების გარანტი.
საქართველოში LG-ის უახლესი პროდუქციის შეძენა, მხოლოდ "Aray Tomorrow"- ს მაღაზიათა ქსელში იქნება შესაძლებელი.LG
პრესის წარმომადგენლები შესაბამისი რეგისტრაციის გავლის შემდეგ მიიღებან საჩუქრებს.
მასალის გამოყენების პირობები