ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ ბილდტს შეხვდა.
როგორც დავით გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბილდტი კარგად არის ინფორმირებული იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც ძირითადად იკვეთება საქართველოში.
"ეს არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები, თავისუფალი არჩევნები. ვისაუბრეთ იმ მოლაპარაკებებზე, რომელიც კარგა ხანია შეჩერებულია ხელისუფლებასთან - საუბარია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე და ვთხოვეთ მეტი მხარდაჭერა ამ მიმართულებით", - განაცხადა მან.