"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე "რვიანის" გაფართოებას არ მიესალმებიან. როგორც "რვიანისა" და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, გაფართოებისა და ქუჩის აქციების გეგმას სკეპტიკურად აფასებს.
"ქუჩის აქციებს ან გაფართოებას მხარს არ ვუჭერთ, რადგან მომხრე ვართ, რომ ხელისუფლება შეიცვალოს კონსტრუქციული გზით და ამისთვის მიდის მუშაობა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე. ეს პოზიცია ნათლად დავაფიქსირეთ", - განაცხადა გამყრელიძემ ჟურნალისებთან საუბრისას.
გამყრელიძემ პოლიტიკოსებს დაფიქრებული განცხადებების გაკეთებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ეს აუცილებელია იმისთვის, რათა არ მოხდეს "რვიანის" მუშაობაში ხელის შეშლა.