ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება, სადაც გლობალური უსაფრთხოების 28-ე საერთაშორისო კონფერენცის მუშაობაში მონაწილეობს და მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
კონფერენციას ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები, ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები, თავდაცვის სფეროში მსხვილი ინდუსტრიული კორპორაციების ხელმძღვანელები ესწრებიან.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიცე პრემიერ-მინისტრის ორმხრივი შეხვედრები პოლონეთის, ბულგარეთისა და ხორვატიის თავდაცვის მინისტრებთან, ასევე, საფრანგეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარესთან, საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიულ საქმეთა დირექტორთან და ლიტვის მუდმივ წარმომადგენელთან ნატოში.
გიორგი ბარამიძე, ასევე, საფრანგეთის წამყვანი და გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.