"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, "რვიანის" დაშლა არ იგეგმება. მისი თქმით, დაშლის სურვილი მხოლოდ ხელისუფლებას აქვს.
"რვიანი დაშლის სურვილი ხელისუფლებას აქვს. მისი დაშლა არასახელისუფლებო ძალებსაც სურთ. მინდა ვუთხრა მათ, რომ მსგავსი არაფერი იგეგმება. რვიანი აგრძელებს კოორდინირებულ მუშაობას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით", - განაცხადა უსუფაშვილმა "რვიანისა" და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტის შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, "რვიანში" თითოეული გადაწყვეტილება 100-პროცენტიანი თანხმობის შემდეგ მიიღწეოდა და ახლაც ასე გრძელდება.