სებ-ის ინფორმაციით, 2011 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 93.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 21.0 მლნ აშშ დოლარით, ანუ 29.2 პროცენტით მეტია 2010 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
სებ-ის ინფორმაციით, ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა რუსეთიდან (10.0 მლნ აშშ დოლარით), ყაზახეთიდან (3.6 მლნ აშშ დოლარით), იტალიიდან (3.0 მლნ აშშ დოლარით), აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.4 პროცენტი იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 90.9 პროცენტი მოდიოდა.