16 ივნისს ავარიის საწინააღდეგო ავტომატიკის მოწყობილობის ტესტირება ჩატარდება.
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" დანერგა ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკის ახალი ტექნოლოგია, რაც მიმართულია ენერგოსისტემის სრული ან ნაწილობრივი ჩაქრობის თავიდან ასაცილებლად. თუ წარსულში, მაღალი ძაბვის ნებისმიერ ელექტროგადაცემის ხაზზე მომხდარი შეშფოთება იწვევდა ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვებს, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შემდეგ, თითქმის გამოირიცხება ელექტროსისტემის გათიშვა.
ამ ეტაპზე, ავარიის საწინააღდეგო ავტომატიკა დამონტაჟდა შესაბამის ობიექტებზე და წარმოებს ტესტირება რეალურ რეჟიმში, რის გამოც 16 ივნისს, 01:00 საათიდან 01:30 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ მომხმარებელს.