საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი თბილისის, თელავის, სიღნაღის, ლაგოდეხის, ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების 2011 წლის ბიუჯეტის მიმოხილვას აქვეყნებს.
დოკუმენტუად დადასტურებულ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის ექსპერტები სწავლობენ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში გამოვლენილ ხარვეზებს - კანონდარღვევა, არაეფექტურობა, გამოუყენებელი შესაძლებლობა. ცენტრის ექსპერტები ამზადებენ და შესაბამის მუნიციპალიტეტს აწვდიან სარეკომენდაციო წინადადებებს.
"ყოველი ჩვენგანი უნდა ინტერესდებოდეს რაზე იხარჯება მის მიერ გადახდილი გადასახადი და პასუხს საბიუჯეტო თანხის ეფექტურ ხარჯვაზე ხელისუფლებისაგან, მათ შორის ადგილობრივებისაგანაც უნდა მოითხოვდეს", - აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.
საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებული ბიუჯეტის მიმოხილვის სრულ შედეგების ნახვა შესაძლებელია ცენტის ოფიციალურ საიტზე.