"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერი და "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრი ნინო ბურჯანაძე მოსახლეობის შეკითხვებს Facebook-ის საშუალებით კიდევ ერთხელ უპასუხებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "სახალხო კრებიდან" აცნობეს, ონლაინკონფერენცია 22:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
ონლაინკონფერენციის მსვლელობისას იმუშავებს 5 ოპერატორი, რათა ყველა კითხვას ოპერატიულად გაეცეს პასუხი.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტმომხმარებლის კითხვებს სოციალურ ქსელში ნინო ბურჯანაძე 18 მაისსაც პასუხობდა.