შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტისა და ოპოზიციური რვიანის წარმომადგენლებს შორის "თბილისი მარიოტში" შეხვედრა დაიწყო.
ოპოზიციური რვიანიდან შეხვედრას ესწრებიან ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე, თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი, ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე და რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ შეხვედრის წინ კომენტარები არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია.