ხვალ, 16 ივნისს, 13:00 საათზე, საერთაშორისო რეზერვების მართვის ახალი სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში კენტ ლოგსდონი ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს.
მატი განცხადებით, ერთობლივი ბრიფინგი სებ-ის ცენტრალურ ოფისში (გ.ლეონიძის 3/5) გაიმართება.