ასტანაში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში რუსეთის, ყაზახეთის და ირანის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
მოლაპარაკებები დიმიტრი მედვედევს, ნურსულთან ნაზარბაევს და მაჰმუდ აჰმადინეჯადის შორის დამოუკიდებლობის სასახლეში მიმდინარეობს, სადაც საზეიმოდ გაიხსნა შანხაის თამანშრომლობის ორგანიზაციის სამიტი.
ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის განცხადებით, შესაძლოა ორგანიზაციამ ბაზარზე ახალი ვალუტა გაიტანოს.
მისივე თქმით, ის ფინანსური ოპერაციები, რომლებიც ორმხრივი თანხმობის ფარგლებში მიმდინარეობს, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრებს შორის არის ერთობლივი საერთაშორისო ვალუტის შექნის პირველი ნაბიჯი.
ყაზახეთის პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ არსებული მსოფლიო ფინანსური სისტემა წამგებიანია და გლობალური ფინანსური კრიზისიდან გამოსავალი ,,ტრანზიტალიზმია" - საერთაშორისო ვალუტაზე დაფუძნებული სისტემა.
აღსანიშნავია, რომ სამიტამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ განაცხადა, რომ შესაძლოა დიმიტრი მედვედევმა დაიწყოს მოლაპარაკებები ირანის პრეზიდეტთან, რომელსაც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსი აქვს.
უკანასკნელად დიმიტრი მედვედევი და მაჰმუდ აჰმადინეჯადი ერთმანეთს ამა წლის ნოემბერში, ბაქოში გამართულ კასპიის ქვეყნების სამიტზე შეხვდნენ.