საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე შვედ კოლეგა კარლ ბილდტს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, საუბარი ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონალურ მდგომარეობას, საქართველოში არსებულ სიტუაციას, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს და იმ პერსპექტივებს შეეხო, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ევროკავშირთან დაახლოება.
"შვედეთს საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს. ის ყოველთვის მტკიცედ იჩენდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ჩვენი ევროპული არჩევანისადმი მხარდაჭერას", - განმარტა ვაშაძემ.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მთავრობის სახელით შვედ კოლეგას საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობაც გადაუხადა.