სარემონტო სამუშაოების გამო 16 ივნისს 10 საათიდან 16 საათამდე ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, არალეთის, მოლითის, ახალდაბის, ცოტნე დადიანის, ზედაზენის, კოკინაკის, რიონჰესის, ჯავის, ბენდელიანის, ჟველაურის, გოგაშენის, გრუზინსკის და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.