ეუთო მედიის თავისუფლების დაცვის კუთხითა და ჟურნალისტების დაცვის ასპექტში კანონმდებლობის სრულყოფას მხარს უჭერს, ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პეტროს ეფთიმიუმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძესთან გამართული შეხვედრის დასულების შემდეგ განაცხადა.
"მხარს ვუჭერთ სრულყოფას, რეფორმებს საარჩევნო კოდექსსა და სარჩევნო გარემოსთან მიმართებაში. რა საკვირველია კანონმდებლობას, რომელიც იქნება სრულყოფილი მედიის თავისუფლების დაცვის კუთხით და ჟურნალისტების დაცვის ასპექტში", - აღნიშნა მან.
პეტროს ეფთიმიუს თქმით, ეუთო და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების სრულყოფასა და რეფორმირებას.
"როგორც მე მესმი ამ საკითხებზე არის ფართო კონსესუსი პოლიტიკურ პარტიებს შორის, როგორც პარლამენტს შიგნით, ასევე მის გარეთ. ჩვენ საპარლამენტო ასამბლეაში გამოვხატავთ ერთსულოვნებას, სოლიდარობას სადაც არის საუბარი ამ ძირითადი ფასეულობების დაცვაზე", - აღნიშნა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და აქვე დასძინა, რომ არც ერთი ქვეყანა არ არის დემოკრატიის იდეალი და ყველგან საჭიროა მის განვითარება და სრულყოფა.
"დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი წარმატებული იქნება", - აცხადებს პეტროს ეფთიმიუ.