საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ვმო-ში გაწევრიანების საკითხზე საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ორივე მხარისთვის მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს.
"მოლაპარაკებების დეტალების გახმოვანების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, მაგრამ პროცესი უწყვეტია და მან საბოლოოდ ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი შედეგი უნდა მოიტანოს. ჩვენ არ ჩავდივართ შვეიცარიაში იმისთვის, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება დავბლოკოთ", - განუცხადა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, "საქართველოს აქვს კეთილი ნება რუსეთი ვმო-ს წევრი გახდეს და შვეიცარიაში მიმდინარე მოლაპარაკებები სწორედ იმას ემსახურება, რომ მხარეებს შორის ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებები იქნას მიღებული".