ეუთო ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელებას მხარს უჭერს, ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პეტროს ეფთიმიუმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა და ეუთო სრულ მხარდაჭერას უცხადებს ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებებს, რათა არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა მოხერხდეს და მოხდეს", - აღნიშნა ეფთიმიუმ.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლის შესახებ აფხაზი და ოსი სეპარატისტები ყოველი რაუნდის დაწყების წინ იმუქრებოდნენ თუ ქართული მხარე არაღიარებულ რეჟიმებთან "თავდაუსხმელობის შესახებ" შეთანხმებას არ გააფრომდება.
აღნიშნული მოთხოვნას საქართველოს ხელისუფლება არ იზიარებს და აცხადებს, რომ მზად არის მსგავსი ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციასთან გააფორმოს, რომელიც კონფლიქტში უშუალოდ მონაწილე მხარეს წარმოადგენს.
ბოლო დროს ოკუპირებული რეგიონებიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებზე განხორციელებული და დაგეგმილი ტერორისტული აქტების მოწყობის მცდელობის გამო ქართულმა მხარემ რუსეთს პირობა წაუყენა, რომ თუ არ მოხდება ტერაქტების მოწყობის შეწყვეტა იგი ჟენევის მოლაპარაკებებს დატოვებს.