შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი მიიჩნევს, რომ ჟენევის მოლაპარაკებები არ უნდა შეწყდეს.
"მოლაპარაკებების შესაძლო შეწყვეტის თაობაზე ჩემი პასუხია, რომ ეს ასე არ უნდა მოხდეს. ჟენევის ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა, რომ მას პროგრესი შესაძლოა არ მოჰქონდეს", - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგა გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
კარლ ბილდტის აზრით, მოლაპარაკებებს ურთიერთობაში პროგრესის მიღწევის პროცესში ეტაპობრივად, მაგრამ გარკვეული წვლილის შეტანა შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდის შემდეგ გავრცელებული ინფორმაციით, ქართულმა მხარემ რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა და ფორმატიდან გასვლით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელებას არ შეწყვეტს.